logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
11.07.2025

მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადაეცა


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა.

მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიანმა ოჯახმა მერიისგან ჯამში 130-მდე კვმ საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა მიიღო.

მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები ჯამში 24 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა.