03.10.2024
მწვანე ბათუმი

გამწვანების სამსახურის მიერ, დღის განმავლობაში შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
ჩოლოყაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მოწესრიგდა ტროტუარები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.
ბათუმის ცენტრალურ პარკში მწვანე საფარი გაიცელა.
15-ამდე ლოკაციაზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.
ტაბიძის, რურუას, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, გუდიაშვილისა და ნონეშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს გაცელვითი სამუშაოები.
გოგებაშვილის ქუჩაზე ნიადაგის გაფხვიერების სამუშაოები განხორციელდა.
ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების გადარგვა მიმდინარეობს.