logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
15.11.2024

მწვანე ბათუმი


Image

გამწვანების სამსახურის მიერ, მიმდინარე კვირის განმავლობაში შემდეგი სამუშაოები შესრულდა:

ბათუმში სკვერებისა და ეზოების გამწვანება მიმდინარეობს, ჩარმიქლის, დადიანის, გრიშაშვილის, ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე განხორციელდა.

თამარ მეფის გზატკეცილის, აეროპორტის გზატკეცილისა და ანწუხელიძის ქუჩებზე არსებულ წრიულებსა და საყვავილე კლუმბებში ერთწლოვანი ყვავილები დაირგო.

გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე ხე-მცენარეებს ჩაუტარდა დეკორატიული გასხვლა-ფორმირება.

ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში რეგულარულად მიმდინარეობს ყვავილების ჩითილების მორწყვისა და გადარგვის სამუშაოები.