logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.03.2025

მწვანე კონცხის მიმართულებით წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყო


Image

მწვანე კონცხის მიმართულებით, სადაც ამ დრომდე არ არსებობდა ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა, ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდგომ, 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით 500-ამდე ოჯახი ისარგებლებს.

პროექტი ითვალისწინებს 1000 კბ.მ რეზერვუარის, საწნეო ხაზის, სატუმბი სადგურისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.

პროექტის ღირებულება 15 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2026 წლის აპრილის ბოლომდე დასრულდება.

ამ დროისთვის ქსელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს - ვიდეორგოლი