logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
22.09.2026 სიახლე

მუნიციპალიტეტებში ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხებზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა


Image

ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ქალთა და კაცთა თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით, 21-22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მერების რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტის - „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ - ფარგლებში გაიმართა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ორდღიან სამუშაო შეხვედრას დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასა და მუნიციპალიტეტებში ქალთა და კაცთა თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტებში მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს აერთიანებს.

შეხვედრა მონაწილეთა შემაჯამებელი დისკუსიითა და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრით დასრულდა