30.10.2024
მუნიციპალური ინსპექცია „ოცნების ქალაქში“ ბარაკული ტიპის საცხოვრებლების დემონტაჟს ახორციელებს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „ოცნების ქალაქში“ იმ ბარაკული ტიპის საცხოვრებლების დემონტაჟს ახორციელებს, რომლის მეპატრონეებმაც სახელმწიფოს მიერ აშენებულ კეთილმოწყობილ საცხოვრებელში ბინები უკვე მიიღეს.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დასახლებაში სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა და 582 ბინა მოეწყო. მუნიციპალურმა ინსპექციამ დასახლება, ზუსტად ამდენი ბარაკული ტიპის საცხოვრებლისგან უნდა გაწმინდოს, რომ ტერიტორია მეორე ეტაპის განხორციელებისთვის იყოს მზად.
ოცნების ქალაქი არის ერთ-ერთი მასშტაბური სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯამში 1600-ზე მეტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გადაეცემა.