06.02.2025
მუნიციპალური საბავშვო ბაღების მონიტორინგი

ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების სანიტარულ-ტექნიკური და ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი განახლდა.
მონიტორინგის ფარგლებში ოთახებსა და კვების ბლოკში ჰიგიენური ნორმების შესწავლა და სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება ხორციელდება. აგრეთვე წარმოებს მზა კერძების ნიმუშების აღება კალორიულობაზე.
მონიტორინგის ფარგლებში ეტაპობრივად შემოწმდება ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი - ვიდეორგოლი