logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
06.11.2024

მუნიციპალური სასადილოების გეგმიური მონიტორინგი დაიწყო


Image

მუნიციპალური სასადილოების გეგმიური მონიტორინგი დაიწყო. მზა კერძების კალორიულობაზე, ჭურჭლის რეცხვის და დასუფთავების ხარისხზე საანალიზო ნიმუშები აიღება; აგრეთვე განხორციელდება ნედლეული კვების პროდუქტების ნიმუშების აღება ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე. 

 

მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს. მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებებს, გეგმიურად წელიწადში 4-ჯერ ყოველ კვარტალში ამოწმებს.