logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
08.07.2025

მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს


Image

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

უკვე დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და კოლექტორების მოწყობა, ასევე ბეტონის საფარის დაგება მუსხელიშვილის ჩიხებში. გარეგანათების ქსელი დამონტაჟდა როგორც ცენტრალურ გზაზე, ასევე ჩიხებში.

ამ ეტაპისთვის ავტობანის მიმდებარედ ხორციელდება ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ბორდიურებისა და ქვაფენილის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება.
ვიდეორგოლი