მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს ყურბან-ბაირამს ზეიმობს
მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს ყურბან-ბაირამს ზეიმობს.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„ყურბან-ბაირამის დღესასწაული სიკეთისა და თანადგომის სიმბოლოა, რომელიც ოჯახებსა და საზოგადოებას აერთიანებს.
ჩვენი დამოკიდებულებები და ერთმანეთისადმი პატივისცემა, ურთიერთობების გამორჩეული მაგალითია, რაც გვეამაყება.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ჩვენს ოჯახებში სუფევდეს სითბო, ბედნიერება და წარმატება“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.
სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.