30.07.2025
სიახლე
ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე სისტემის სრული რეაბილიტაცია, დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა და მოეწყო ეზოს შესასვლელები.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება, რომლის შემდეგაც განხორციელდება საგზაო მონიშვნები.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ენვერ ხაბაძისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩების რეაბილიტაციას.
ვიდეორგოლი