logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
13.02.2025

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს


Image

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე სისტემის, კოლექტორების მოწყობა და ხორციელდება არმირებული ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები, რის შემდეგაც მოეწყობა ასფალტის საფარი, საფეხმავლო ბილიკები და გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ორსართულიანი, ენერგოეფექტური შენობა 4 ჯგუფზეა გათვლილი, რაც ჯამში 120-ამდე აღსაზრდელს დააკმაყოფილებს.

ბაღის მიმდებარედ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე სპორტული მოედნით.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.
ვიდეორგოლი