02.06.2025
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა.
სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ UNESCO-ს მიერ ბათუმისთვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ასევე განიხილეს 2025 წელს ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადების საკითხი.
სხდომაზე მოხსენებით წარდგა ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, რომელმაც ბათუმის მერიის მიერ კულტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხოლო ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი შაფათავამ წარადგინა პრეზენტაცია კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ.