პირველი დახმარების ტრენინგი
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისთვის გაიმართა პირველი დახმარების ტრენინგი, რომელიც განხორციელდა ''საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების'' და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პირველი დახმარების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც გადაუდებელ სიტუაციებში სწორი და დროული რეაგირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
სასწავლო პროცესს საქართველოს წითელი ჯვრის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სიმულაციური სავარჯიშოს მეშვეობით.
ტრენინგის დასასრულს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, დალი ფუტკარაძემ, მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატი და ტრენინგის წარმატებით გავლა მიულოცა.