19.02.2026
სიახლე
პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „მიყვარხარ საქართველო“ გაიმართა.
მსმენელის წინაშე, პოეტის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებით, სხვადასხვა შემსრულებელი და მსახიობი წარდგა.
ცნობილ პოეტსა და მხატვარს, საზოგადო მოღვაწეს, არაერთი ჯილდოსა და წოდების მფლობელს, იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, დამსახურებული მოღვაწის ჯილდო ბათუმის მერის მოადგილემ სოფო ხალვაშმა გადასცა.
თინათინ მღვდლიაშვილი არაერთი ცნობილი პატრიოტული ლექსის ავტორია.