28.11.2024
                    
                     
                    
                ქალაქის მასშტაბით ნალექის შედეგის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
 
                    
სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის მასშტაბით გარკვეული მისამართები დაიტბორა. ამ დროისთვის ნალექის შედეგის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეცტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. სანიაღვრე ჭების წმენდა და ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება. სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ვიცემერ ნუკრი დეკანაძესთან, ბათუმის წყლის დირექტორ ალექსანდრე მჟავანაძესთან და დირექტორის მოადგილე მინდია კომახიძესთან ერთად დაათვალიერა.
 
                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                