logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.04.2026 სიახლე

ქალაქის მოწესრიგება გრძელდება


Image

გამწვანების სამსახურის მიერ, შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდა:

აფხაზეთის და აფსაროსის ქუჩებზე  250 ძირი ჯაკარანდას და  ჰიბისკუსის ნერგი დაირგო.

თამარ მეფის გზატკეცილზე, გოგებაშვილის, ბაქოს და ჭავჭავაძის ქუჩებზე   მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.

ხე- მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა ჭავჭავაძის, გამსახურდიას, ბაქოსა და  ბრწყინვალის ქუჩებზე.  

10-მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები. 

თამარ მეფის გამზირზე, ხიმშიაშვილის, ანგისის, მუსხელიშვილის და თაბუკაშვილის ქუჩებზე გადაიბელა ხეები. 

ქვაფენილები და საფეხმავლო ბილიკები ჰერბიციდით დამუშავდა კომახიძის,ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე. 

ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში მცენარეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.