ქალაქში 70-მდე მცენარე დაირგო
გამწვანების სამსახურის მიერ, განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
ბრწყინვალის, ბესიკისა და კაჩინსკების ქუჩებზე დაირგო 70-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე.
რუსთაველის, ხიმშიაშვილის, გორგილაძის, კაჩინსკების, მამულაძისა და მესხის ქუჩებზე მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.
ხე- მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა გრიბოედოვის, გორგილაძისა და კაჩინსკების ქუჩებზე.
20- მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.
თამარ მეფის გამზირზე, ხიმშიაშვილის, მუსხელიშვილის და თაბუკაშვილის ქუჩებზე გადაიბელა ხეები.
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და აეროპორტის გზატკეცილზე ტერიტორია ეკალ-ბარდისგან გაიწმინდა.
ქვაფენილები და საფეხმავლო ბილიკები ჰერბიციდით დამუშავდა კომახიძის,ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე.
ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში მცენარეების გადარგვის სამუშაოები განხორციელდა