logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.09.2024

ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები


Image

▪️ ვარშანიძის ქ. #71-ში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

▪️ გონიოს ციხის მიმდებარედ არსებულ ქუჩებზე განათების სისტემისა და ცხაურების მოწყობა ხორციელდება.

▪️ მაიაკოვსკის ქ. #3ბ-ში სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა მიმდინარეობს.

▪️ კაუჩუკის საფარის დაგება დასრულდა ლერმონტოვის ქ. # 106-ში მდებარე საბავშვო მოედანზე.

▪️ საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქცია ჩატარდა ტბეთის ქ. #9-ში, #11-სა და #18-ში.

▪️ ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები დამონტაჟდა აეროპორტის გზატკეცილზე.

▪️ წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთება-აღდგენა განხორციელდა ტბელ აბუსერიძის ქ. #38-სა და ტაბიძის ქ. #17-ში.

▪️ დაზიანებული ქვაფენილის, ტროტუარის ფილებისა და ბოძკინტების შეკეთება განხორციელდა ვაჟა-ფშაველას, ზუბალაშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.

▪️ ცოტნე დადიანის ქ. #4-ში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

▪️ სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა გორგასლის, თავდადებულის, პეტრე იბერის, ლადო ასათიანისა და ბესიკის ქუჩებზე.

▪️ ბათუმში პალმების გასხვლა მიმდინარეობს. სამუშაოები ბაგრატიონისა და ფიროსმანის ქუჩებზე ხორციელდება. აღნიშნული ღონისძიებები წელიწადში ორჯერ სრულდება. დაგეგმილია 250-მდე პალმის მოწესრიგება.

▪️ სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.