logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
05.09.2024

ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები


Image

▪️ შავშეთის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

▪️ ნობელების ქ. #41-ში სკვერის მშენებლობა გრძელდება. ხორციელდება ბორდიურების მონტაჟი და გამწვანების საფარისათვის მიწის შეტანა.

▪️ მ. ვარშანიძის ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე ჭებისა და მილების მოწყობა, ასევე დეკორატიული ფილების დაგება.

▪️ ფიროსმანის ქუჩის #5-ში ბორდიურების მონტაჟი გრძელდება.

▪️ დაზიანებული ქვაფენილის, ტროტუარის ფილებისა და ბოძკინტების აღდგენა ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე ხორციელდება.

▪️ საბავშვო ატრაქციონის რეკონსტრუქცია ჩატარდა რურუას ქ. #11-ში.

▪️ დასრულდა სახურავების რეაბილიტაცია ნონეშვილის ქ. #50-სა და სახოკიას ქ. #16-ში.

▪️ კაუჩუკის საფარის დაგება მიმდინარეობს ლერმონტოვის ქ. #106-ში მდებარე საბავშვო მოედანზე.

▪️ წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთება განხორციელდა ტაბიძის, გენ. ა. აბაშიძის, კ. გამსახურდიას, აბუსერიძისა და რუსთაველის ქუჩებზე.

▪️ სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს წერეთლის, ბერიძის, შარტავას, ფიროსმანის, შ. ხიმშიაშვილის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, ოძელაშვილის, ჩხაიძის, იოსელიანისა და ლერმონტოვის ქუჩებზე.

▪️ იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეცხვა დასრულდა.

▪️ გასულ თვეში 850000-ამდე კვმ მწვანე საფარი გაიცელა. გაცელვითი სამუშაოები 20-ამდე ლოკაციაზე ხორციელდება.

▪️ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერებისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ურნების რეცხვის, დეზინფექციისა და დეზინსექციის სამუშაოები.