ქალაქში მიმდინარე სამუშაოები

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში ზუბალაშვილის ქ. #18-სა და გორგილაძის ქ. #80-ში საცხოვრებელი სახლების გამაგრება მიმდინარეობს.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის #374-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო.
ოპიზრების ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება.
ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა ხორციელდება გოდერძი ჩოხელის მესამე ჩიხში, პეტრე იბერის ქ. #43-ში, სათნოების ქ. #7-ში, თოდოგაურის ქ. #27-ში, ზედაღელის ქ. #63-ში, მაჭახელას ქ. #58-სა და მარკოზ აჭარელის ქუჩაზე.
ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება ანა კალანდაძის ქუჩაზე.
ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, მიმდინარეობს გრუნტის მომზადება სავალი ბილიკის მოწყობისათვის.
საბავშვო მოედნებზე კაუჩუკის საფარის დაგებას აქტიურად გრძელდება.
მიმდინარეობს კ. გამსახურდიას ქ.#1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის რეკონსტრუქცია.
ლიფტების მოწყობა ხორციელდება დავით გუდიაშვილის ქ. #18-სა და ზურაბ გორგილაძის ქ. #59-ში.
ქალაქის მასშტაბით იხაზება ქვეითთა გადასასვლელები და ეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.
ტბების წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, არდაგანისა და ნურის ტბებს ყოველთვიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევა. მექანიკური გაწმენდითი სამუშაოები კი, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.
დასუფთავდა ძველი ბულვარის სანაპირო ზოლი.