logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.01.2025

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები


Image

ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.

ქვაფენილის, ტროტუარის ფილების, ბორდიურებისა და ბოძკინტების შეკეთება დილიდან ხორციელდება.

მიმდინარეობს ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია.

მუსხელიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა გრძელდება.

ინასარიძის ქუჩის #4-ში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ღამის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე საწრეტი დრენაჟების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამორტიზებული დრენაჟების რეაბილიტაცია ეტაპობრივად ყველა საჭირო მისამართზე განხორციელდება.

სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაშვილის, გორგილაძის, შ. ხიმშიაშვილის, ჩარმიქლის, ქათამაძის, შრომის, დიასამიძის, შამილაძის, თაყაიშვილის, ლერმონტოვის, წერეთლის ქუჩებზე, ტაბიძის I შესახვევსა და ქეთევან წამებულის II ჩიხში.

ქალაქში არსებული შადრევნების მორეცხვა-დასუფთავება გრძელდება.

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთება-აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამუშაოები მაიაკოვსკის ქ. #25-სა და გოგოლიშვილის ქ. #43-ში შესრულდა.

სკვერებში, პარკებში, მწვანე სივრცეებსა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ხე-მცენარეების გასხვლა მიმდინარეობს.

განხორციელდა ძველი ბულვარის პრომენადის მორეცხვის სამუშაოები.