logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
31.01.2025

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები


Image

საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს აეროპორტის გზატკეცილსა და ივანე მესხის პირველ ჩიხში.

ზუბალაშვილის ქ. #18-სა და გორგილაძის ქ. #80-ში საცხოვრებელი სახლების გამაგრება ხორციელდება.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში ს. ხიმშიაშვილის ქუჩის 94/96-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გრძელდება.

მიმდინარეობს გენ. ა. აბაშიძისა და მუსხელიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია.

ყოროლისწყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის, მელიქიშვილის, ავგიის, გრიბოედოვის, ლერმონტოვის, კაზინეცის, ნობელების, დემეტრე თავდადებულის, მარუხისა და ანდრონიკაშვილის ქუჩებზე.

სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები განთავსდა აღმაშენებლის, პუშკინის, ტაძრის, თაბუკაშვილის, ბაქოს, სვიშევსკის, სულაბერიძის, შარტავასა და გორგასლის ქუჩებზე.

ქვეითთა გადასასვლელები განახლდა დემეტრე თავდადებულის, ლერმონტოვის, ს. ხიმშიაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე.

ავტობუსის მოსაცდელი დაიხაზა ბაქოს ქუჩაზე.

ცენტრალური პარკში ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირებისა და ნიადაგის გაფხვიერების სამუშაოები ხორციელდება.