logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
11.03.2025

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები


Image

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

გრძელდება გენ. ასლან აბაშიძის ქუჩისა და ჩიხების კეთილმოწყობის პროექტი.

მიმდინარეობს გზების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.

ტაბიძის ქ. #1-ში სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია გრძელდება. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება.

ქალაქის მასშტაბით ტროტუარის ფილების, ბოძკინტებისა და ქვაფენილის შეკეთება მიმდინარეობს.

დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება ზუბალაშვილის ქ. #20-ში.

წერეთლის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ნიშნების აღდგენის სამუშაოები.

სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდა ხორციელდება სამხრეთის, ფალავანდიშვილის, იმედაშვილის, შარტავას, ფიროსმანის, გ. აბაშიძის, ინასარიძის, ე. თაყაიშვილის, პუშკინის, ს. ხიმშიაშვილის, მესხეთის, ნ. ნიჟარაძის, დიდგორის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებზე.

სკვერების, პარკებისა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოები ლეონიძის ქუჩაზე ხორციელდება.

ბათუმის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის, ეზოების, ბულვარის, ქუჩების, სკვერებისა და ტროტუარების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები.