logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.03.2025

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები


Image

ივანე მესხის 1-ელ ჩიხში დასრულდა ახალი საბავშვო ბაღის საძირკვლის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი სართულის კონსტრუქციის მშენებლობა.

ნიჟარაძის ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე ჭების წამოწევის სამუშაოები და ასფალტის მეორე ფენის დაგებისთვის მზადება.

სანიაღვრე არხების მოწყობა ხორციელდება ნიკო მუსხელიშვილის, მახვილაურის, ოპიზრების, მეჯინისწყლის, ნევრესტან შაშიკაშვილის, ენვერ ხაბაძის გენერალ ა. აბაშიძისა და ივანე მესხის ქუჩებზე.

ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს 30-ამდე ლოკაციაზე.

სიონის ქუჩიდან აკაკი შანიძის ქუჩამდე მონაკვეთში ხორციელდება ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა.

სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა გრძელდება ტაბიძის ქ. #1-ში.

ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების გაწმენდა-შეკეთება მიმდინარეობს.

ერისთავის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეცხვა სრულდება.

სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ფარნავაზ მეფის, გორგასლის, შ. ხიმშიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პუშკინის, ლუკა ასათიანის, ბაგრატიონის, ნ. გვარიშვილის, ჰ. აბაშიძის, ლ. მგელაძის, შევჩენკოსა და სულაბერიძის ქუჩებზე.

ქალაქის მასშტაბით შადრევნების დასუფთავების დასუფთავება გრძელდება.

განხორციელდა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონების მორეცხვის სამუშაოები.

სკვერებში, პარკებში, მწვანე სივრცეებსა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ხე-მცენარეების გასხვლა გრძელდება.