ქალაქში მიმდინარე სამუშაოები
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, ს. ხიმშიაშვილისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
ხახულის ქუჩის #98 ა-ს მიმდებარედ ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა ხორციელდება.
ნიჟარაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა სრულდება.
დაზიანებული ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა მიმდინარეობს თავდადებულის, ასათიანის, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე.
ზ. გორგილაძის ქ. #44-ში მდებარე სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა დასრულდა.
შ. ხიმშიაშვილის ქ. #25-ის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანს უტარდება რეაბილიტაცია.
ქალაქის მასშტაბით გრძელდება ქუჩის ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსება.
მიმდინარეობს დაზიანებული წყალსაწრეტი მილებისა და წყალშემკრები ღარების შეკეთება.
ივანე მესხის ქ. #46-სა ხახულის ქუჩის #17-ში სანიაღვრე ქსელის რეცხვა მიმდინარეობს
სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები სრულდება გოგებაშვილის, ბაქოს, ლერმონტოვის, თაყაიშვილის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, პუშკინის, ს. ხიმშიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე.
ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ხე-მცენარეები დაირგო.
ჩოლოყაშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა გათავისუფლდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.