logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.11.2024

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები


Image

გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექისა და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებზე დარჩენილი ქვიშის მასა სპეცტექნიკით გაიწმინდა. ამ დროისთვის არხები შეუფერხებლად მუშაობს.

მიმდინარეობს უამინდობის შედეგად დაზიანებული ქვაფენილის შეკეთება.

საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა ნ. ჟორდანიას, კ. გამსახურდიას, გენერალ მაზნიაშვილის, ზ. გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩებზე, სადაც საგზაო ნიშნების აღდგენა-მონტაჟი განხორციელდა.

ქალაქში ზამთრის სეზონისთვის მზადება დაიწყო. მიმდინარეობს ხე-მცენარეების გასხვლა-ფორმირება, შეკვრა და გამაგრება. დაგეგმილია 10 000-ამდე ხე-მცენარის შეხვევა.

მუსხელიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა ხორციელდება.

მიმდინარეობს კავსაძის მეორე ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება.

ბაქოს ქ. #48-ში სპორტულ მოედანზე განათების სისტემისა და კალათბურთის ფარების აღდგენა დასრულდა.

სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს აღმაშენებლის ქ. #12-სა და #28-ში.

დაზიანებული ფანჩატურისა და ატრაქციონების შეკეთება ხორციელდება ლერმონტოვის ქ. #115-117-ში.

სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს იმედაშვილის, წერეთლის, ს. ხიმშიაშვილის, ჰ. აბაშიძის, ინასარიძის, აღმაშენებლის, 26 მაისის, ხახულის, მარეთის, შინდისის, სვიშევსკის, ს. ხიმშიაშვილის, სააკაძის, ანდრონიკაშვილის, ბაგრატიონისა და ნინოშვილის ქუჩებზე.