21.10.2024
ქალაქში სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა

უამინდობასთან დაკავშირებით, ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე დაზიანდა ხე-მცენარე.
იოანე ლაზის, თევდორე მღვდლისა და პუშკინის ქუჩებზე სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა.
ბათუმის ცენტრალურ პარკში გადახრილი ხე-მცენარეების გასწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია.