27.05.2025
ქალაქში ყვავილების დარგვა მიმდინარეობს

ქალაქში გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების დარგვა გრძელდება.
ყვავილები აეროპორტის გზატკეცილზე, აღმაშენებლის, ხიმშიაშვილის, ფიროსმანისა და გოგებაშვილის ქუჩებზე დაირგო.
ჩითილები ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.