logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.02.2026 სიახლე

ქართულ-ფრანგული მეგობრობის სიმბოლოდ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მემორიალური დაფა განთავსდა


Image

ბათუმში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის, საფრანგეთის მიერ გაწეული საზღვაო მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და საერთო ღირებულებების სიმბოლოდ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მემორიალური დაფა განთავსდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, კონტრ-ადმირალი გიშარი, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე, მე-2 რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებმა 1921 წლის ისტორიული მოვლენების გმირთა პატივსაცემად ზღვაში სიმბოლური გვირგვინი ჩაუშვეს. დასასრულს კი, ელჩის საზეიმო მიღება და ისტორიული ეპიზოდების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.