logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.04.2025

ქართული სიმღერა საქართველოს


Image

ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ პროექტით - „ქართული სიმღერა საქართველოს“, 23 აპრილს მსმენელს ბათუმში შეხვდება.

ხუთი ანსამბლისგან შემდგარი გაერთიანება: ფორტე, ქართული ხმები, შვიდკაცა, ალილო და თეატრალურის კვარტეტი, ბათუმელი მსმენელის წინაშე უკვე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგება.

საკონცერტო პროექტი სახელწოდებით „ქართული სიმღერა ბათუმს“, ხორციელდება ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის მხარდამჭერებია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ბათუმის კულტურის ცენტრი.

ღონისძიება გაიმართება ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრში.

დასწრება თავისუფალია.