03.07.2026
სიახლე
ქუჩების მორეცხვის სამუშაოები
ბათუმში ქუჩების მორეცხვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მორეცხვის სამუშაოები განხორციელდა გმირთა ხეივანსა და შარტავას ქუჩაზე.
ქუჩების მორეცხვა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.