logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.04.2026 სიახლე

რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაცია


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს.

პრეზენტაცია საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ილია ვერძაძემ წარადგინა.

აჭარის ფილიალი საქართველოს რაგბის კავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მიზნად ისახავს რეგიონში რაგბის განვითარების ხელშეწყობას. პრიორიტეტებს შორისაა ბავშვთა რაგბის პოპულარიზაცია, სამსაჯო და სამწვრთნელო კადრების გადამზადება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.