04.04.2026
სიახლე
რაგბის კლუბი „ბათუმი“ დიდი 10-ის ფინალშია
რაგბის კლუბი „ბათუმი“ დიდი 10-ის ფინალშია!
ბათუმელმა მორაგბეებმა ქუთაისის „არესთან“ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა გამართეს და ღირსეულად მოიპოვეს ფინალის საგზური.
შეხვედრას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო, რომელმაც გუნდს პირადად მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა მომავალ ასპარეზობაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ფინალური მატჩი 25 აპრილს ბათუმში აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.