25.04.2026
სიახლე
რაგბის კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
რაგბის კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია.
ფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა ქუთაისის „არესი“ დამაჯერებელი სხვაობით 38:6 დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ღირსეულად მოიპოვეს.
ფინალურ მატჩს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმის მერმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულ გუნდს წარმატება მიულოცა.
ბათუმის სარაგბო კლუბი ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეექვსედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.