15.06.2026
სიახლე
რეაბილიტირებულ ტროტუარებზე უსინათლოებისთვის რელიეფური საფარის მოწყობა მიმდინარეობს
ბათუმში, რეაბილიტირებულ ტროტუარებზე, უსინათლოებისა და მცირემხედველებისთვის სპეციალური რელიეფური საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
ცივი პლასტის ტექნოლოგიით შესრულებული ტაქტილური ნიშნულები მოქალაქეებს გადაადგილებისას უკეთ ორიენტირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.
სამუშაოები ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ტროტუარების რეაბილიტაცია და ფილების მოწყობა ხორციელდება.
სამუშაო პროცესს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო უზრუნველყოფს.