logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.10.2026 სიახლე

რეგიონული კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა 2026“ ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


Image

რეგიონული კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა 2026“ ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ძალისხმევით საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მოსწავლეების, ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვაზე, სასკოლო კონკურსის მიმდინარეობისას მუნიციპალურ მხარდაჭერასა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის თაობაზე გრძელვადიან თანამშრომლობას.

კამპანიის ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 36 სკოლის მოსწავლე უკვე ჩაერთო საგანმანათლებლო აქტივობებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასკოლო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ელექტრო ნარჩენებს შეაგროვებენ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სოციალურ კამპანიას აწარმოებენ.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, 28 ნოემბერს გაიმართება მასშტაბური ეკო-ფესტივალი ბათუმის სპორტის სასახლეში, რომელიც მოიცავს გამარჯვებული სკოლების დაჯილდოებას, ეკო მეწარმეების გამოფენას, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.