04.11.2025
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები
აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები.
გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში დასრულდა ქვაფენილის აყრა. ამ ეტაპზე ხორციელდება არსებული ბორდიურების დემონტაჟი, გრუნტის მოხსნისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.
დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ნაწილობრივ აიყარა ქვაფენილი, მიმდინარეობს სანიაღვრე მილების მოწყობა და ჭების ჩამოსხმა.