16.05.2025
რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მოიცავს რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, იცვლება სანიაღვრე, გარეგანათების სისტემები და ტროტუარების ფილები.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია შუქნიშნების სისტემის რეაბილიტაცია, ავტობუსის გაჩერებების მოწყობა, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული ველობილიკის განახლება.
პროექტის ღირებულება ჯამში 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.