logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
16.10.2025

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება


Image

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება.

პროექტი გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. 

შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც:

№1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, ბარათაშვილის,  ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე.

№1ა სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს ბაქოს, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, თავდადებულის, რუსთაველის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე.

№10 და №10ა სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ - შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, ბარათაშვილის,  ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულება - ბაქოს, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, თავდადებულის, რუსთაველის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ჯავახიშვილისა და შერიფ  ხიმშიაშვილის ქუჩები.

№15 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ მელიქიშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულება - ბაქოს, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, თავდადებულის, რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩები.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.