14.06.2025
საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.
ღონისძიების ფინალური სიმღერა ევროვიზიის გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ შეასრულა.
წელს, ბათუმში მუნიციპალური საბავშვო ბაღი სასკოლო ასაკის 2755-მა აღსაზრდელმა დატოვა.
გამოსაშვები ღონისძიება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.
ვიდეორგოლი