logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.05.2026 სიახლე

საბავშვო ბაღის ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


Image

საბავშვო ბაღის ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სადაც გაეცნენ მეხანძრეების ყოველდღიურ საქმიანობასა და ტექნიკას. 🚒👨🏼‍🚒🧯

მეხანძრე-მაშველებმა პატარებს აჩვენეს სპეციალური აღჭურვილობა, სახანძრო მანქანები და სამაშველო ინვენტარი. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ტექნიკა და მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული ასაკიდან მიღებული ცოდნა ხელს უწყობს ბავშვებში უსაფრთხო ქცევის უნარების ჩამოყალიბებას და მომავალში უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას.