logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.04.2025

საგანმანათლებლო პროექტი „გაეროს მოდელირება ბათუმში“


Image

„ბათუმის მერიის ღონისძიების - ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში, დავაჯილდოვეთ მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში „გაეროს მოდელირება ბათუმში“.

პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ახალგაზრდების აქტიურობას, ანალიტიკურ უნარებსა და ლიდერულ პოტენციალს. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა, გაეროს სამუშაო ფორმატში იმიტირებული დებატებით, წარმატებით წარმოაჩინეს თავიანთი ხედვები გლობალურ საკითხებზე.

ბათუმის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს და სამომავლოდაც განვაგრძობთ მათ აქტიურ მხარდაჭერას“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.