16.10.2024
საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დაიწყო

სასწავლო წლის განახლებისთანავე ბათუმის საჯარო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო. კვების ბლოკში სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება განხორციელდა,
საკლასო ოთახებში კი სპეციალური აპარატით განათების კოეფიციენტი დადგინდა. მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე საჯარო სკოლები გეგმიურად წელიწადში ორჯერ ხორციელდება.
შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.