logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.05.2026 სიახლე

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია


Image

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სუპერლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩში ბათუმელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება ანგარიშით 90:81 მოიპოვეს.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, რომლებმაც გუნდებს სამომავლო წარმატებები უსურვეს.

„ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბათუმი მებრძოლი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების ქალაქია. გუნდმა ღირსეულად იბრძოლა და ჩემპიონობა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა.

მადლობა თითოეულ სპორტსმენს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობასა და ჩვენს საოცარ ბათუმელებს, რომლებმაც დარბაზში გამარჯვების ნამდვილი ატმოსფერო შექმნეს“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ოქროს თასი 22-წლიანი პაუზის შემდეგ აიღო.