logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
13.08.2025

სახიფათო სამედიცინო ნარჩენების


Image

ბათუმში არსებული ესთეტიკური ცენტრებიდან, სილამაზის სალონებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან სახიფათო სამედიცინო ნარჩენების გატანა აქტიურად მიმდინარეობს. სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით სრულდება. ჰერმეტულად დაცული კონტეინერებით ნარჩენები შემოღობილ და დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვისა და აღჭურვილობის მქონე ავტომობილით შედის. განადგურება ინსინერაციის (დაწვის) გზით ხდება, რაც სრულიად უსაფრთხოა, როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანისთვის.