logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
22.10.2025 სიახლე

საკრებულოს სხდომა


Image

დღეს ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გოგებაშვილის ქ. #84-ის მიმდებარედ, 1584,0 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა შემდგომში სახელმწიფოსა და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ცვლილება „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის N24 დადგენილებაში. განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებით გათვალისწინებულია მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის ბ კორპუსის 2 დამატებითი სართულის მოწყობა, რაც იწვევს კ2 კოეფიციენტის ზრდას (საკადასტრო კოდი 05.30.20.012).

ცვლილება შეიტანეს ასევე ანგისის ქ. #4-ში; ანგისის I ჩიხის #2, #4, #4ა, #4ბ-ში; ანგისის ქ. #2-სა და კობალაძის ქ. #18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის N35 დადგენილებაში, რაც გულისხმობს დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, საპროექტო ობიექტის ფუნქცის განმარტებისას, არასწორად მითითებული სიტყვა ,,მრავალფუნქციური’’ ჩასწორდა სიტყვით ,,მრავალბინიანი’’.

დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ორი განკარგულება მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. 
კერძოდ, საპროექტო ტერიტორიაზე - ანგისის I შესახვევის #4, #4ა, #6, #8-10-სა და #12–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში ფუნქციური ზონით და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით, რისთვისაც განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი განისაზღვრა კ2 - 10.0, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სიმაღლე - 80.0 მ., 24 სართული. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, მშენებლობის ნებართვის აღებამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთება კონკრეტული მიწის ნაკვეთები (ს/კ 05.32.13.694; 05.32.13.351; 05.32.13.700; 05.32.13.699). გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10 სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ასევე, თამარ მეფის გამზირის #56-ში მდებარე საპროექტო ტერიტორიაზე მოთხოვნილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში ფუნქციური ზონით და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით, რისთვისაც განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი განისაზღვრა კ2 - 6.5, საპროექტო შენობის სართულიანობა - 12, შენობის სიმაღლე - 43.30 მ. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, ექვთიმე თაყაიშვილის ქ. #35-ში, 1887 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სპორტული მოედანი. ნამატი კ2 კოეფიციენტის 10% ფართი, საცხოვრებელი ბინების სახით, გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.