27.06.2025
სამედიცინო კონფერენცია - „დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე“

ბათუმი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას - „დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე“ უკვე მეორედ მასპინძლობს.
კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მეცნიერები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და თანამედროვე მიღწევები ქირურგიის მიმართულებით.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაცია.