სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურში გამოცხადებული ვაკანსია შეივსო
სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება ვიწრო სპეციალობის მქონე ახალი კადრებით დაკომპლექტდა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსია ოფიციალურად 29 მაისს გამოაცხადა.
დაინტერესებულ პირებთან ჩატარდა ტესტირება და გასაუბრება. უმაღლესი შეფასების მქონე კანდიდატები გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ისინი უკვე ფლობენ სამშენებლო პროექტთან მუშაობის გამოცდილებას.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნიჭიერ კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობა გასულ წელსაც შესთავაზა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის, სამშენებლო სპეციალობის კურდამთავრებულები გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. ჯამში სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური 10 ერთეული კვალიფიციური კადრით შეივსო.