სამუშაო შეხვედრა აჭარის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელ ელისო ბოლქვაძესთან

„დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გავმართე აჭარის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელ ელისო ბოლქვაძესთან, მივულოცე მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები ვუსურვე მომავალ საქმიანობაში.
ქალბატონი ელისოს საერთაშორისო გამოცდილება და კულტურის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობა წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისა, რომ ჩვენი რეგიონის კულტურული პოლიტიკა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს.
დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, კულტურის მიმართულებით ახალი შესაძლებლობები შეიქმნება და ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, კულტურის განვითარების მიმართულებებზე და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული ცხოვრების გაძლიერებასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას“ - არჩილ ჩიქოვანი.